
მარტვილის კანიონებში, მდინარე აბაშის ადიდების გამო 11-დან 16-დე ახალგაზრდაა ჩარჩენილი.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ ადგილიდან აცნობეს, ახალგაზრდები რუსთავიდან იყვნენ კანიონების დასათვალიერებლად ჩასულები.
მათ შედარებით უსაფრთხო, ამაღლებულ ადგილს შეაფარეს თავი. ამ მომენტში ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ეტაპობრივად გამოჰყავთ ახალგაზრდები. წინასწარი ინფორმაციით, უკვე ამოყვანილია ერთი მოსწავლე.