გურამიშვილის გამზირზე მდებარე N42 საარჩევნო უბანზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რის გამოც, მან საკუთარი არჩევანი 1 საათით გვიან გააკეთა,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
,,არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ მარგველაშვილმა უმსგავსობა ჩაიდინა"–ყოფილი პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო და პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნამდე მარგველაშვილთან მას ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა.
თუ რომელიმე რაიონში მეორე ტური დაინიშნება, ტრაგედია არ იქნება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ანაკლიის 32–ე უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო უბანზე უგზო–უკვლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შეიჭრნენ და საარჩევნო ინვენტარი დააზიანეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა მათ კანდიდატ, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველმა მისცა ხმა და შესაბამისად, როგორც პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნშიც დაფიქსირდა.
"გუშინ საღამოს მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც კითხვებს ბადებს, გვესმის, რომ ემოციური ატმოსფეროა, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ კარგი შესაძლებლობაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ველოდებით ნორმალურ გარემოში არჩევნების ჩატარებას",
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ფონიჭალაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" კარდაკარის კოორდინატორები, ქუთაისის # 27 და #28 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აღწერას აწარმოებენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ქუთაისიდან აცნობეს.