-
2014-06-20 17:04
საარჩევნო უბანზე დავით ნარმანიას დედას ხმის ფარულობა არ დაურღვევია, - ამის შესახებ კახა კალაძე აცხადებს.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გავრცელებულ ვიდეოს სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ნორა თოდუა უბანზე მყოფ ქალბატონთან სულ სხვა თემაზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოფელ კოკის %97 უბანზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. მათი მტკიცებით, დავით ნარმანიას დედა, ნორა თოდუა, ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდა და სთხოვდა, შემოხაზული ბიულეტენი ეჩვენებინა.