გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თბილისში, ავჭალაში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი მათგანი დაიჭრა.
ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში, თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ნათესების და ვენახის დაახლოებით 30%.
მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში მარნეულში კონტროლი შესუსტდა. ამის შესახებ გამყრელიძემ მარნეულში შეხვედრისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს.
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადაადგილების შესახებ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს და სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა.
დღეს მარნეულში, კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კლინიკაში გადაჰყავთ, - აღნიშნულის შესახებ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა განაცხადა.