კახეთში, პირველადი ტესტირებით, covid19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში პირველადი ტესტირებით, covid19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა  განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული შემთხვევის კიდევ ერთხელ გადამოწმება მიმდინარეობს და ზუსტი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სომხეთში, კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობამ 2273-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე არავინ გარდაცვლილა.

>>>

მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა

მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, - ამ შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

>>>

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

>>>

ილონ მასკი - მთელ ჩემ ქონებას ვყიდი, სახლი აღარ მექნება

„ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. „ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება“, - წერს მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

>>>

უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

>>>

გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 945-ით, დაღუპულთა კი 94-ით გაიზარდა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 945 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 161 703-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

>>>

ჩინეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა.

>>>

ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსზე 382 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაგვმატებია

აჭარაში კორონავირუსზე 382 პირი გამოიკვლიეს, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

ვენა-თბილისის რეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !