-
2020-05-26 12:53
“ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით „ევროპულმა საქართველომ“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან დღეს გამოფენა გამართა.
„მინდა ყველას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ესაა ის დღესასწაული, რომლისთვისაც იბრძოდნენ და შრომობდნენ თაობები ამ ქვეყანაში და ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას სჭირდება დაცვა, საქართველოს მთლიანობას სჭირდება აღდგენა, საქართველოს ევროპულ მომავალს სჭირდება შრომა.
სამწუხაროდ, დღეს რუსთაველზე არ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, ამიტომ „ევროპულმა საქართველომ“ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლურად მაინც მცირე გამოფენა მოგვეწყო მოსწავლე ახალგზარდობის სასახლის წინ, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული ადგილი, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ამ მცირე გამოფენით კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე,“ - განაცხადა ბაქრაძემ.