ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელებული გიორგი ოქროპირიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლდა - იგი პირადად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.
საქართველოს სინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ „კურიერში“ ჩართვის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება გაუარესებული არ არის.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1989 წელს დაბადებული ვლადიმერ ბ. დააკავეს.
მონგოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ოფიციალური ვიზიტით ჩასული ვლადიმირ პუტინი, ჩინგისხანის სახელობის მოედანზე საზეიმო მიღების დროს, როცა მონღოლეთის სამხედრო ორკესტრმა რუსეთის ჰიმნი შეასრულა, მოულოდნელად ატირდა.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია) ბოლო დროს გახმაურებულ კრიმინალურ შემთხვევებს ეხმიანება და „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს.
სექტემბერში აშშ უკრაინაში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად 200 ამერიკელ სამხედროს გაგზავნის, - ამის შესახებ "ასოშიეტედ პრესი" იუწყება.
"ჩვენ გვინდა ურთიერთობა ჩვენს მეზობელ აფხაზეთთან, რომ ურთიერთობები განვავითაროთ", - ეს ფრაზა ზუგდიდში "არა ნატოს" აქციის ორგანიზატორმა და მონაწილემ მხოლოდ მას შემდეგ გადააკეთა, რაც ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა: "აფხაზეთი მეზობელია?".
ბატალიონ "ავაზის" ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი დღეს დიღომში გამართულ, ნატოს საწინააღმდეგო აქციაში კამერების წინაშე არ გამოჩენილა და ხალხმრავლობასაც გაურბოდა, თუმცა ისიც რომ ამ აქციის ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო, ამ კადრებიდანაც კარგად ჩანს.
"კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი, იხსენებს რა ანაკლიაში მიღებულ შთაბეჭდილებებს, წერს, რომ ანაკლია კონტრასტების სოფელია და რომ მას "კაზანტიპმა" შანსი მისცა.
ბათუმგორაზე პოლიციის ,,პიკაპის“ ტიპის ავტომანქანაში, პოლიციელი მანქანის რუპორში უშვერი სიტყვებით იგინებოდა.