პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა.
მოსკოვი საგამოფენო სივრცეებში, სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოებს მოაწყობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მოემსახურება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთში ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდინფექცია 2,386 პაციენტს აქვს დადასტურებული.
საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაცია სამშობლოში დაბრუნებულ საფრანგეთის მოქალაქეებსაც შეეხება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 7-ით გაიზარდა და 589 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
პრაღა-ბათუმის ავიარეისით ქვეყანაში საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.