1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2095 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2095 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1923 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 შეადგინა.
ოპოზიციას ან წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა ან არ უხარია ის, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მუშაობს ძალიან აქტიურად,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას. როგორც დეპუტატი ამბობს, ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული მაშინაც კი, როცა პარლამენტი აქტიურად მუშაობდა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არასრულყოფილია, რადგან ის დახმარების გარეშე ტოვებს 600 ათას თვითდასაქმებულს და საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ხელფასი დაკარგეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და მეორე ტესტირების შედეგად ვირუსზე უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში, ხვალ კიდევ ხუთამდე პაციენტი გაეწერება.
6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“.
ჩვენი კლინიკა მთავრობის დადგენილებით გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის კლინიკად და არის ყველაზე მძლავრი, არავის ეწყინება, ამიტომ, კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც ვიცით და ისიც, როდის შევწყვიტოთ,- ამის შესახებ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვს თუ არა უკუჩვენება პრეპარატ „პლანქვენილს“ და ხომ არ გამოვლენილა რომელიმე პაციენტში. მისი თქმით, სახელმწიფო პროტოკოლში დაწვრილებით წერია, თუ ვის დაენიშნოს „პლანქვენილი“, ვის არა და როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 145 268-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათში, რუსეთში ვირუსით 76 ადამიანი დაიღუპა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1356 შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. “ცხელების კლინიკაში” სამი ახალი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ცხრა თვის ბავშვია. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.