თბილისში მეტროს რამდენიმე სადგური, მათ შორის, "ვაგზლის მოედანი" და "ვარკეთილი" სასწრაფო წესით დაიკეტა, მგზავრებს ბაქანი და სადგურების შესასვლელი დაატოვებინეს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში პოლიციელის მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ შსს-მ და პროკურატურამ მყისიერი რეაქცია გამოავლინეს, ხოლო პოლიციელი კანონის შესაბამისად დაისჯება.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონა" ამნისტირებულებს მძიმე დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს. ამ რეპლიკამ პავლე კუბლაშვილისა და გიორგი ვაშაძის აღშფოთება გამოიწვია.
ვერძი
დღეს ფინანსური საკითხები უნდა განიხილოთ, ბიუჯეტი დაგეგმოთ. გაარკვიოთ რაში გეხარჯებათ ყველაზე მეტი ფული და სად შეგიძლიათ ეკონომიის გაკეთება.
"თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ფარნაოზ ჭკადუია მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ მათი სიმართლე ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს.
ISIS-ის მოჯაჰედებმა კიდევ ერთ ტყვეს მოკვეთეს თავი და ვიდეომასალა ინტერნეტში განათავსეს. მათი მსხვერპლი ამჯერად ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომელი ალან ჰენინგი აღმოჩნდა.
ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი: "პოლიციელს შეუძლია მოგკლას"
ნიკა რურუა წერს, რომ არეულობა ქვეყანაში არ შეიძლება, აწყობდეს ოპოზიციას და ერთადერთი, ვისაც ეს აწყობს, რუსეთის ფედერაცია და ვლადიმირ პუტინია.