
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის საგზაო მონაკვეტში სატვირთო ავტომობილთან მოტოციკლის შეჯახებას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა. ინფორმაციას "მედიამალი" ავრცელებს.
ავარია გვიან ღამით მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, მოტოციკლი, რომელსაც ბიჭი მართავდა, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა და მოტოციკლის მგზავრმა გოგონამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო, ხოლო ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს.