თბილისში, მეტრო "პოლიტექნიკურში" მამაკაცი გარდაიცვალა. მას თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა.
გარდაცვალების მიზეზები უცნობია, სავარაუდოდ მას გული გაუსკდა. გარდაცვლილს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება. შემთხვევის გამო მეტროს მუშაობაც შეჩერდა.
საქმეზე დაწყებულია მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.