სენსაცია! პირველი დეკემბრიდან საქართველოში ერთ წლამდე გოჭის დაკვლა აიკრძალებაო

Image

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე აქვეყნებს.

 

 

მისი თქმით, ქართველებისთვის გოჭის ხორცის სკრძალვას ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს.

 

„ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება და საქართველო გახდება მსოფლიოში 67-ე ქვეყანა სადაც გოჭების დაკვლა აიკრძალება.

 

კანონი ძალაში შევა 1-ლი დეკემბრიდან და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგს გაუწევენ ბაზრობებს და მარკეტებს.

 

ასე რომ წელს ქართულ საახალწლო სუფრას ვეღარ დაამშვენებს ტრადიციული გოჭი.

 

იურიდიული კომიტეტის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისგან ითხოვდა კანონის ამოქმედების ერთი წლით გადადებას და დასაკლავი გოჭების ასაკის ექვს თვემდე ჩამოწევას, მაგრამ ამ თხოვნას ბრიუსელმა უარით უპასუხა.

 

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გოჭების იმპორტის შესახებ იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომელთაც ხელი არა აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.

 

ევროკავშირში აღნიშნული კანონი მწვანეების ინიციატივით მიიღეს, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოჭების ჭამა არ არის გამოწვეული კვებითი აუცილებლობით და მხოლოდ ფუფუნებაა!", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !