ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს ახალ ხელისუფლებას სულელები ვგონივართ

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა რუსული რადიო კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის პერსპექტივებზე და მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში, შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. მან საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას გაუსვა ხაზი და ქვეყანში შექმნილი ვითარება უკრაინაში არსებულ სიტუაციას შეადარა.

>>>

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე, ზუსტად ვიცი, რომ ხმა არ მიმიცია"

 აღნიშნულის თაობაზე მიმართვა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

>>>

„ასეთი რამ ნაციონალებსაც არ დაუბრალებიათ“ (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ, სამინისტროს მაღლჩინოსნების დაკავების ფაქტზე „სხვა შუადღეში“ ისაუბრა.

>>>

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პროკურატურაში დაკითხვის ოქმი გაუყალბეს?!

თავდაცვის მინისტრის მოდგილე ალექსი ბატიაშვილის ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, ალექსი ბატიაშვილს დაკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია.


ამის შესახებ მან პროკურატურაში მინისტრის მოადგილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომელიც 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


„დაკითხვა საოცარი დარღვევებით წარიმართა. ვერ ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, თუ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვისას, როდესაც ბატონი ალექსი დასმულ კითხვებს პასუხს სცემდა, გამომძიებელ ფუტკარაძეს ეს პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც ჩვენ პროტესტი დავაფიქსირეთ.

 

როდესაც დაკითხვა დასრულდა, დაკითხვის ოქმი წარმოგვიდგინეს და საოცრება მოხდა. ოქმში ბატონი ალექსის მიერ ნათქვამი პასუხების უმრავლესობა არ იქნა ასახული, უმრავლესობა საერთოდ იქნა ამოღებული და დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნულ ოქმს ჩვენ ვაპროტესტებდით, რაზეც გამომძიებელმა გვითხრა, ერთი წუთით მოიცადეთო, მეორე დაკითხვის ოქმს წარმოგიდგენთო. წარმოგვიდგინა უფრო სახეშეცვლილი ოქმი, სადაც დაკითხვის მიმდინარეობა სრულფასოვნად ასახული არ იყო.

 

ჩვენ კანონით მონიჭებული უფლებით ვისარგებლეთ, გავაკეთეთ შენიშვნა და აღვნიშნეთ, რომ ბატონი ალექსი დაკითხვის ოქმში მოყვანილ ფაქტებს არ იზიარებდა, შესაბამისად, მის სიზუსტეს ხელს ვერ მოაწერდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ახალციხეში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა ახალციხეში 54 წლის დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, სოფელ წნისში მცხოვრები დავით ცომაია სახლიდან ქაცვის საკრეფად 31 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

>>>

ახალგაზრდა, რომელმაც თავის დაწვა სცადა თბილისში გადმოიყვანეს

ბექა პერტაიამ   გუშინ ზუგდიდის პროკურატურსთან თავის დაწვა სცადა.

>>>

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სააპელაციოს გადაწყვეტილებას ელიან

მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს წარმოებაში რამდნემე საათში გაირკვევა. 72 საათიანი ვადა დღეს იწურება.

>>>

ავტოკატასტროფა ხაშურთან, რომელსაც მანქანაში მყოფი ექვსიდან ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ეკა ღლონტი მეოთხე ადამიანია, რომელიც 3 ნოემბერს ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ეკა ღლონტის მეუღლე გიორგი ტყეშელაშვილი, შვილი ანასტასია და მამამთილი ავარიის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ეკა ღლონტი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

>>>

დოდონა კიზირია ბავშვობიდან ნაცნობ ლალი ბადურაშვილს პასუხობს: „ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო...“

პროფესორი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც ამ უკანასკნელმა „ასავალ-დასავალს“ მისცა და მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: „მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა...“, ასევე, მთავრობას მოუწოდა, "მიახვრიტოს ის, ვინც მისახვრეტია".

>>>

ზარი "ობიექტივში": "პირადობის მოწმობაში ჩავიხედავ, თამთა ვარ ღლონტი თუ ეკა კვესიტაძე..."(ვიდეო)

მაყურებელს, რომელმაც "ობიქტივის" პირდაპირ ეთერში დარეკა, წამყვანი თამთა ღლონტი ეკა კვესიტაძეში აერია, რასაც ღლონტის მხრიდან რეპლიკები და დაპირება მოჰყვა, რომ ამ ნაწილს ამოჭრიდა და სოციალურ ქსელში გაავრცელებდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?