„არჩევანში“ სტუმრობისას საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაეროში რუსეთის წარმომადგენელი, ჩურკინი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად ლობირებდა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება დღის თემად ქცეულ რუსულ ტრანზიტისნომრიანი სატვირთო მანქანების გამოჩენას თბილისში და აცხადებს, რომ მანქანები კერძო პირის მიერ რუსეთშია შესყიდული და მას მესამე ქვეყანაში გასვლა ეკრძალება.
„ქრონიკა+“-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარული აუდიოჩანაწერის გაშიფრულ ვარიანტში ირაკლი ოქრუაშვილი და ვალერი ხაბურძანია საქართველოში ოქრუაშვილის გააქტიურების საკითხზე მოსკოვთან შეთანხმებაზე საუბრობენ.
„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად აქვეყნებს მასალას, სადაც აღნიშნულია, რომ მესტიასთან, ჰაწვალში დაგეგმილი სათხილამურო ტურნირი მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, სკანდალურად ჩაიშალა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია.
პარტია „იმედის“ თავმჯდიმარე, ირინა სარიშვილი ლარის დევალვაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ცნობილმა ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა მეგობრებს გამოწვევა გაუგზავნა, ქართული ენის ბარბარიზმებისგან დაცვა სთხოვა და პირველი მაგალითიც უჩვენა.
საქართველოში სახალხო გამოსვლების მოლოდინსა და მასში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩართვაზე გაზეთი „ქრონიკა+“, კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა,- ინფორმაციას ,,აქცენტი" ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ჩეხეთის ქალაქ უჰერსკი ბროდში: რესტორანში, სადაც ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა, უცნობი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და უმისამართო სროლა ატეხა. დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა.