საზოგადოება “მოქალაქე” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. განცხადებას ამის შესახებ “მოქალაქე” სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოხუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრობას უწინასწარმეტყველებს, მაშინ როცა უკრაინელები მის დანიშვნას პრემიერად სწორედ უკრაინაში ითხოვენ. ამის შესახებ პოლიტოლოგი ვლადიმირ კორნილოვი წერს.
ეგვიპტის პოლიციის სპეცრაზმმა შეცდომით გაუხსნა ცეცხლი მექსიკელ ტურისტებს, რადგან ისინი ტერორისტებად მიიჩნია. ტრაგიკულ შემთხვევას 12 ტურისტი ემსხვერპლა, ათი კი დაიჭრა.
ერეკლე მეორის საზოგადოება პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის ჩატარებას აანონსებს, ოღონდ, რამდენიმე დღის წინ რუსულ "სპუტნიკზე" გავრცელებული მათივე განცხადების საპირისპიროდ, ამჯერად არ მიუთითებს, რომ აქცია ნატოს წინააღმდეგაა დაგეგმილი.
ლიტვა-საქართველო, მერვედფინალი. შეხვედრის საუკეთესო ფრაგმენტები.
ლიტვა-საქართველოს მერვედფინალურ შეხვედრას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გიორგი ცინცაძის პასი, რომელიც სამქულიანი აღმოჩნდა - ბურთი კალათში ჩავარდა.
ქართველი მაყურებელი ტრიბუნებზეც და ეკრანთანაც სუნთქვასეკრული ელოდა სასწაულს, როცა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხ წამზე ნაკლები იყო დარჩენილი: შეიძლებოდა ჩაჭრა, ბურთის აღება და თუ გამარჯვების სამქულიანის არა, გასათანაბრებელი ორქულიანის ჩაგდება მაინც... ამასთანაც ვიყავით, მაგრამ სასწაული არ მოხდა...
ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა სატელევიზიო სიგნალის გარეშე დარჩა. ამჯამად ვლადიკავკაზში და რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებში არც ადგილობრივი და არც რუსეთის ტელევიზიების მაუწყებლობა არ ვრცელდება. მიზეზი ანძაზე მეხის დაცემაა.