ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი2-ს საქმეზე მოსამზადებელი სხდომა უნდა დაიწყოს. ადვოკატები პროცესის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებენ.
"ტაბულის" დამფუძნებელი და დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, კერძოდ კი იმ ნაწილზე, სადაც სერგეი მაგნიტსკი და ვანო მერაბიშვილი ერთ კონტექსტში არიან მოხსენიებული.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელმაც კოდორში წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი რუსეთს შეაფარა, თანამოაზრეებს ეძებს, რათა ქუჩაში გასვლის შემთხვევაში "ქვეყნის გამყიდველ ნიკა გვარამიას" ჭკუა ასწავლონ. ამის შესახებ ემზარ კვიციანი "ფეისბუქზე" წერს.
ბოლო მონაცემებით (CNN), 10 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა მას შემდეგ, რაც ორეგონის შტატის ქალაქ როუზბურგის კოლეჯის კამპუსში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიის" 25 წლის მეკარე მიშა გოგუაძე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ტრაგიკული ავტოავარია სოფელ შუხუთში მოხდა.
მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოლიდარობას უცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ს და "ფეისბუქში" ფოტოს აქვეყნებს, პოსტში კი მიუთითებს "რუსთავი-2"-ის მხარდასაჭერად გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტებზე მინიშნებით SOS!
ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ცდილობს, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს.
"რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ევროსაბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. დეპუტატმა ევროპელ დიპლომატებს რუსთავი 2-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტიც შეახსენა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ყველა ოლიგარქის ზეობის ფინალური ეტაპი დგება მაშინ, როცა ის იწყებს მას-მედიის დევნას და დღეს ივანიშვილი სწორედ ამ ფაზაშია.
"მივმართავ ივანიშვილს, სანამ მე ცოცხალი ვარ, თქვენ არასოდეს გექნებათ კომფორტი, რომ მშვიდად დაიძინოთ იმის გამო, რომ რუსთავი 2 არ არსებობს", - ასე მიმართა გადაცემა "არჩევანში" "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს.