-
2015-10-24 12:27
შსს-მ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღძრა, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შსს-ს განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ამის შესახებ დღეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გააკეთა.
„შსს იღებს განსაკუთრებულ ზომას, რომლის თანახმად რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება მეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24 საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება და თვიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები,“ - აცხადებს თეა პერტაია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14