მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალი იმიჯით - ფოტო მომღერალმა საკუთარ გვერდზე, "ფეისბუქში" ატვირთა და ცხადია, მაშინვე უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ერთ-ორ პერსონაჟს" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უნდა, მათთან არაფერი ჰქონდეს საერთო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანეკდოტური სიტუაციაა, როცა პარტია საკუთარ ამომრჩეველსა და აქტივისტებს ემიჯნება.
ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიქტორ ნაზაროვმა ოლქის ადმინისტრაციის სხდომაზე უცნაური კომენტარი გააკეთა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საინფორმაციო შეხვედრებს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში მართავს. სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
"ბოლოს და ბოლოს, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ - უკრაინაში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს კომენტარის საპასუხოდ წერს.
რუსი სამართალდამცველები ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის, იგივე "მერაბ სუხუმსკის" ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების პრევენციას ცდილობენ და ამ მიზნით იტალიშიც ჩავიდნენ, სადაც კრიმინალური სამყაროს ლიდერს რუსეთში შესვლის აკრძალვის შემცველი დადგენილება გადასცეს. ამის შესახებ ინტერფაქსი წერს.
გორის "დილის" ფეხბურთელი გიორგი თექთუმენიძე, რომელიც ოთხი თვის წინ ავტოავარიაში მოჰყვა და კომაში იმყოფებოდა, გრძნობაზე მოვიდა და გამომჯობინება მცირედ, მაგრამ მაინც დაეტყო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებულ განცხადებასა და მასთან დაკავშირებულ კულუარულ დეტალებს აქვეყნებს ელისო კილაძე გაზეთ "ქრონიკა პლუსში" და წერს, რომ გეგმის მიხედვით, პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, უგულავასთან ერთად, ხელი ვანო მერაბიშვილსაც უნდა მოეწერა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოკა გაბაშვილის შემოთავაზება უარყო და მკვეთრად გამოხატა, რომ სხვა პოზიცია აქვს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ახალი და გამოკვეთილი სახე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის მესამე ნომერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არჩევნების შედეგების ვიღაცისთვის გადაბრალება ან ერთი, ან მეორე მხრიდან, მისი აზრით, არაკეთილსინდისიერია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ენმ-სთვის ბევრად უარესი შედეგი დადგა, ვიდრე 2012 წლის არჩევნებიდან ოთხი წლის განმავლობაში იყო.