თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში თავისი ულამაზესი ნაძვის ხის ფოტოს აქვეყნებს, ამასობაში კი რამდენიმე ცნობილმა სახემ ახალი იმიჯის შექმნა და დაანონსებაც მოასწრო.
ასე მაგალითად, თამთა გოდუაძემ თმა მოკლედ შეიჭრა და ახალი იმიჯი მოირგო, თიკო სადუნიშვილმა კი თმა წითლად შეიღება.
მიმი შელიამ დედამისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ბევრმა ისიც კი აღნიშნა, რომ დედის სილამაზემ შვილიც კი დაჩრდილა.
ნინი ონიანი კი ამასობაში ისევ ჩვეული გატაცებით - თავისი ნახევრადშიშველი ფოტოების გამოქვეყნებითაა დაკავებული.