ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა მათ შორისაა, ვინც 12 იანვარს ენმ დატოვა და ახალ პარტიაში გადადის. ენმ-ს ცენტრალური ოფისის წინ გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ გული ტკივა, მაგრამ "უნდა მოვიკლათ წარსულ დროებზედ ფიქრი".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა მათ შორისაა, ვინც 12 იანვარს ენმ დატოვა და ახალ პარტიაში გადადის. ენმ-ს ცენტრალური ოფისის წინ გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია.
საზოგადებრივი მოძრაობა "ივერიის" წევრი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე ენმ-დან ლიდერებისა და წევრების ნაწილის გასვლას ეხმიანება და წერს, რომ ეს უღირსი წასვლა იყო.
საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იორგოს პაპანდრეუ 19 იანვარს ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოზე წარდგება წინასაარჩევნო პერიოდში ცრუ დაპირებებისა და იმის მტკიცებისთვის, რომ ამ დაპირებათა შესასრულებლად ბიუჯეტში თანხების მოძიება შესაძლებელია.
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მინდია გოგოჭური საქართველოს პრეზიდენტის სიძეა.
ქართული მხარე დათანხმდა რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის იმ ფორმას, რასაც „გაზპრომ ექსპორტი“ მოითხოვდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ენმ-ს ქალთა რაიონული ორგანიზაციების უმრავლესობა უერთდება და მხარს უჭერს 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობას.
ტვ "იბერიის" ეთერში ზუგდიდელმა დიმიტრი გვასალიამ განაცხადა, რომ პოლიციელებმა ქალაქში უდანაშაულოდ სცემეს, აგინეს და აფურთხებდნენ. მან მოძალადეების გვარებიც დაასახელა, თუმცა, სასამართლომ აქეთ დააჯარიმა 250 ლარით.
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსმა ოკუპანტებმა „სამხედრო საჭიროებისთვის“ ბულდოზერებით დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და მის ეზოში არსებული სასაფლაო გადათხარეს.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოპოზიცია პარლამენტშიც შექმნა და პარლამენტს გარეთაც შექმნის. ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს "პარლამენტს გარეთ" ოპოზიციაში.