
თურქული გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე ანკარაში 33 წლის რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს.
დაკავებული ქალი ეჭვმიტანილია კარლოვის მკვლელთან კავშირში, როგორც ცნობილია, გამოძიებამ მათი მიმოწერა ამოიღო და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ახალგაზრდა ქალის დაკავება.
გამოცემის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ყოფილ პოლიციელ მევლუთ მერტ ალტინტაშსა და დაკავებულ ქალბატონს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ.