მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები - ამ განცხადებით, ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების შესაძლო უვადო დანიშვნას ეხება.
ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე, თამბაქოს საწყობის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია საწყობის მენეჯერი.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია.
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა რუსთავი-თბილისი გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად.
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ჩოხატაურში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი არჩევის წესის დანერგვის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ვაშინგტონში გაემგზავრა.
გორში მკვლელობა მოხდა: 50 წლამდე მამაკაცი, წინასწარი ინფორმაციით, ცემით მოკლეს. ცნობას სააგენტო "პირველი" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა კიდევ 2 ქალი დააკავეს. ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან საუბარში მოკლულის მამიდამ ნაზი ბერიძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერია პეკინის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს, რის გამოც სამი თვის განმავლობაში ქუჩა გადაიკეტება.