ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

Image

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია გუშინ უწყების მიერ აუდიტის შუალედური დასკვნის გავრცელებაზე, სადაც თბილისის მერიასა და ოთარ ფარცხალაძის კომპანიას შორის მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზეა საუბარი.

 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურმა დაარღვია აუდიტორთა ეთიკის მე-8 მუხლი, რადგან მათი განმარტებით, აუდიტის შედეგები გახადა საჯარო შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებამდე.


„სახელმწიფო აუდიტორის და მისი მოადგილის გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც აუდიტორი ვალდებულია აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო, აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე.
ჩვენს შემთხვევაში არათუ შემაჯამებელი დოკუმენტი, არამედ აუდიტორული ანგარიშის პროექტიც არ ყოფილა მომზადებული, რაც ე.წ. შუალედური ინფორმაციის წარმოდგენით, მათი მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე მეტყველებს,“-განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

 

ფარცხალაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გუშინ გამართული ბრიფინგი იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
გუშინდელი ბრიფინგი იყო მორიგი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნათელი მაგალითი პირადი მიზნებისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებისა.


ნათელია ისიც რომ ბატონი თორდიას მიერ დაანონსებულ დასკვნას საზოგადოება ელოდებოდა დაახლოებით კვირა ნახევარი, თუმცა აღმოჩნდა , რომ არა თუ დასკვნა, არამედ პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელ ბრიფინგზე მომზადებული ინფომრაცია სახელდახელოდ მოამზადეს,“-განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?