შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაკეთებულა კომენტარი, რჩებიან თუ არა ის პოლიციელები სამსახურში, რომლებიც მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია.
ზურაბ ჯიბუტი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო, თავდაცვაში არსებულ პრობლემებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე "პოსტსკრიპტუმთან" ასახელებს.
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ახალი ბრენდის NIO-ს პრეზენტაცია თავის დაბადების ღეს დაამთხვია და "რუმს ჰოტელში" კოლეგები და მედია მიიწვია, სადაც ბრენდირებული ქუდების საზაფხულო კოლექცია წარმოადგინა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ევროპარლამენტი რეზოლუციას მოამზადებს, პროექტის ტექსტზე მუშაობა უკვე იწყება. ევროპარლამენტარების კომენტარებს "კურიერი" ავრცელებს.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მედიის ნაწილსა და სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელთა თანახმადაც, მისი კანდიდატურა "რუსთავი-2"-ის გენდირექტორად განიხილება და წერს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ 363 შემთხვევაში დაირღვა. ამის შესახებ ინფორმაცია, IDFI ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ეხება.
სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, დატოვებენ თუ არა შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენები საპატიმროებს. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ნიუ-იორკში დღეს გაიმართება.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადადგა.
გუშინ 18:00 საათიანი "კურიერის" შემდეგ ნიკა გვარამია "კურიერის" გუნდს შეხვდა და არხის ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი, სამოქალაქო სექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი გუნდის დეპუტატი არ გამორიცხავს, ცილისწამებისთვის ანა ნაცვლიშვილისა და ეკა გიგაურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.