"საზოგადოებრივი მაუწყებელი" წერს, რომ The Hollywood Reporter გიორგი ოვაშვილის ახალ ნამუშევარზე - „ხიბულა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა The Hollywood Reporter გიორგი ოვაშვილის ახალ ნამუშევარს „ხიბულა“ ეხმაურება და ფილმს ვრცელ სტატიას უძღვნის.
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შვილის - მაშოს პოსტს აზიარებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, დაეხმარონ დაკარგული კატის მოძებნაში.
გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქზე" თათია დოლიძე "უზრდელურად" მოიხსენია. ამის შესახებ მან "ობიექტივის" ეთერში განაცხადა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, შესაძლოა, 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა მცოცავი ანექსიის პრევენციის მიზნით, პატრულირება დაიწყოს. პატრულირების დაწყებას საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქაცარავა აანონსებს.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილშია, თუმცა, "ქართული ოცნება" აღარ აინტერესებს.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ექსტრადირების საკითხის განხილვაში, ვისაც უნდა ეხებოდეს ეს, პრეზიდენტი არ ერევა.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის მეუღლე ვახო თურნავა "ქართველთა მარშის" ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს ეხმაურება.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე მის წინააღმდეგ "ფეისბუქზე" ახალი ნეგატიური კამპანიის აგორებას ეხმიანება, რომელიც მის მიერ ცხინვალელ ჟურნალისტთან თემურ ცხურბათთან გადაღებულმა ფოტომ გამოიწვია.
არის რამდენიმე ათეული შემთხვევა აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების შესაბამისი საბუთების არქონის გამო, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა.