,,დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას"-პენსი

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროს ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მისივე თქმით, აშშ განაგრძობს საქარველოს მხარდაჭერისთვის საჭირო გზების გამოძებნას.

>>>

,,სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული..." -პენსი რუსულ ოკუპ[აციაზე

"ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები,"- განაცხადა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

>>>

,,მნიშვნელოვანია მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის"-პრემიერი მაიკ პენსის

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობის მნიშვნელობაზე .

>>>

თუ სააკაშვილმა ,,ბინა აშშ-ში დაიდო" დაგვჭირდება საუბარი მის ექსტრადირებაზე-წულუკიანი

"იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის მოლაპარაკებები და შეთანხმება გადმოცემის შესახებ," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

>>>

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში სამხედრო წვრთნები გრძელდება

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვანი "ღირსეული პარტნიორის" წვრთების პარალელურად სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში.

>>>

მაიკ პენსის მესიჯი იყო მკაფიო, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას-ბაქრაძე 

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი პირველად ქართულ ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის დავით ბაქრაძე ამერიკის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

>>>

მაიკ პენსთან მიხეილ სააკაშვილზე და ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე ვისაუბრეთ-მელია

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტს სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრეს.

>>>

ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა-მელია პენსისთან შეხვედრის შემდეგ

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ პირველი ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან გამართა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტს სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ესაუბრნენ.

>>>

"საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"-BBC-ის რუსული სამსახური

BBC-ის რუსული სამსახური აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. "საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- სტატიას ამ სათაურით BBC-ი ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს.

>>>

მაიკ პენსი საქართველოშია

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა . მას აეროპორტში საქართველოს პრემიერი მეუღლესთან ერთად დახვდა. ასევე აეროპორტში მაიკ პენსს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად დახვდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?