აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი პირველად ქართულ ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის დავით ბაქრაძე ამერიკის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტს სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრეს.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ პირველი ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან გამართა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტს სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ესაუბრნენ.
BBC-ის რუსული სამსახური აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. "საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- სტატიას ამ სათაურით BBC-ი ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა . მას აეროპორტში საქართველოს პრემიერი მეუღლესთან ერთად დახვდა. ასევე აეროპორტში მაიკ პენსს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად დახვდა.
დღეს დილიდან წინაგარას სამხედრო ბაზიდან რუსი ოკუპანტების კუთვნილი სამხედრო მანქანების გადაადგილება ყარაფილას ზემო მონაკვეთში შეიმჩნეოდა, რაც ავტომაგისტრალზე ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით იყო გამოწვეული.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ცენტრალურ ავტობანზე ამერიკულმა სამხედრო ჯავშანტექმნიკამ ჩაიარა. საოკუპაციო ზოლის ახლოს , სოფელ ყარაფილას გადასახვევთან აშშ-ს სამხედროებს საქართველოს მოქალაქეები დროშებითა და ტრანსფარანტებით შეხვდნენ.
რუსეთი აშშ-ს დიპლომატიურ მისიას 755 ადამიანით ამცირებს.შედეგად დიპლომატიური მისიის წარმომდგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455-ადამიანს შეადგენს. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.
"შეერთებული შტატები და საქართველო სამხედრო წვრთნებს მართავს, რუსეთი კი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ახდენს," - პუბლიკაციას ამ სათაურით BBC აქვეყნებს.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტს დღეს საქართველოში ელოდებიან. მაიკ პენსი დღეს თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.