აჭარაში ორი ეკლესია გაქურდეს. შემთხვევა ხულოში, სხალთის ეპარქიაში მოხდა.
შსს ადასტურებს, რომ მარიხუანას მოყვანისა და ექსპორტზე გატანის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ "რუსთავი2"-ს სამინისტროში განუცხადეს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ჩადრის ტარება შესაძლოა მალე აიკრძალოს - აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ემზარ კვიციანმა და ზვიად ტომარაძემ წარადგინეს.
კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას და მისი მეუღლის, ბარსელონას ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს სახლის ძარცვა ბრალად ქართველებს ედებათ.
"ევროპული საქართველო“ რუსული რბილი ძალის გავლენების შესამცირებლად საკანონმდებლო ნორმების შემუშავებას ითხოვს.
„ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა,“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა, ალექსეი მალაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე - მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ავღანეთში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 40-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.
ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს უტევს.