-
2018-12-03 18:44
„დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება,“ - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ოპოზიციის ულტიმატუმს, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ეხება.
ოპოზიცია მმართველ გუნდს დროს 16 დეკემბრამდე აძლევს.
დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურს და მმართველი გუნდი მათთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.
„დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. პირდაპირ საუბრობდნენ მთელი არჩევნების განმავლობაში რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.