ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში.
ექსპერტი ზვიად აბაშიძე გაერთიანებული ოპოზიციის ამომარჩეველთა სიაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების არსებობას კურიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელი პარტიის ან საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაშინვე უჩნდება ეჭვი, თუ როგორ შეიძლება მოქმედი პრემიერ-მინისტრი მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფი საპრეზიდენტო კანტიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდეს.
ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური, ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას ცდილობს, რადგან მაჭუტაძისთვის ეს, დროებითი კომფორტია, შექმნას ე.წ. საპნის ბუშტი.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოს მიმართ ბრალდებებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.
დამოუკიდებელი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილის ძმა ეხმაურება.
კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს - ასეთია გერმანელი მედიკოსების დასკვნა პიოტრ ვერზილოვზე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
ციმბირში მასშტაბური სამხედრო სწავლებების, "ვოსტოკ 2018"-ის მთავარი ეტაპი დასრულდა. წვრთნები ცუგოლის პოლიგონზე გაიმართა და მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრო.
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გოგიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამით დააბრუნეს.