ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება. „ეკლესიიდან არ გავრცელდება. ეკლესიაში პირიქით მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად“, - აღნიშნა მეუფემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში, სახლიდან გასვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია.
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანისგან აღებულ ნიმუშებზე პასუხები უარყოფითია. არცერთ მათგანს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ქობულეთის კლასტერიდან კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე ''გადატანილი'' აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ.
ევროპის ქვეყნებში დღემდე ფიქსირდება შემთხვევების მკვეთრი მატება და ასევე გარდაცვალებათა რაოდენობაც იზრდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ინფექციის შემცირების ტემპები შენელებულია. ვიმედოვნოთ,რომ მკაცრი სოციალური დისტანციური ზომები ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.
საქართველოს მთავრობა სოციალურ პაკეტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1334 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1334 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1349 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეადგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ შესრულდა ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 184 მოქალაქე.
ქობულეთში ხანძარია. ცეცხლი მდინარე ჩოლოქის მიმდებარე ეკალ-ბარდებს უკიდია.