-
2020-04-16 11:55
საქართველოს მთავრობას!
გთხოვთ უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება ახალი კორონა-ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.
გამონდინარე იქიდან, რომ საქრთველოს მოსახლეობის ნაწილი არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს და კომენდანტის საათის მიუხედავად დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში. - წერს პეტიციაში ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
შესაბამის პეტიციას უკვე უამრავი ადამიანი აწერს ხელს.