ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება

Image

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება. სამრევლო ტაძრებში კი, სააღდგომო წირვა  დილის 07:00 საათზე დაიწყება.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან აღდგომის ღამეს ტაძარი და ეზო მრევლს ვერ იტევს. მრევლი ტაძრის გარეთაც იყო შეკრებილი. ანალოგიურ სიტუაციაში შეუძლებელი იქნებოდა დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვა. სწორედ ამიტომ ეპარქიის გადაწყვეტილებით, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ დაიღვეს კანონი. ასევე შესაძლებელი იქნება დასწრება დისტანციისა და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული“, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

ასევე, ბათუმ-ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან.

„ორშაბათს 12:00 საათზე გადავიხდით მიცვალებულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს. შეუძლიათ „ფეისბუქგვერდზე“ ან ტელეფონზე მოგვწერონ სახელები და მოვიხსენიებთ ლოცვებში,” – განაცხადა დეკანოზმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიღებულია  ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები.  მისი თქმით, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩიქოვანმა განმარტა, რომ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან იქნება მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვას.

ამასთან, როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ  გუშინ განაცხადა, გადაწყდა, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოსა და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !