საქსტატი -2019 წლის წინასწარი მონაცემებით შემცირებულია ხორბლის ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები

Image

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ქერის წარმოება 5.7 პროცენტით შემცირდა და 54.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 205.9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 12.2 პროცენტით შემცირდა და 208.6 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში წარმოებულია 162.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

„2019 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, გაიზარდა სიმინდისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.3 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.1 ტონა/ჰა, სიმინდის - 2.8 ტონა/ჰა, კარტოფილის - 11.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს - 33.1 ტონა/ჰა, ხახვის 6.8 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კიტრის და ნივრის საშუალო მოსავლიანობები და შეადგენს კიტრის - 10.4 ტონა/ ჰა, ხოლო ნივრის 2.4 ტონა/ჰა“.

2019 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 206.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით ჩამორჩება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 55.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.2 ათასი ჰექტარი შეადგინა,“-აღნიშნულია ანგარიშში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !