-
2020-04-16 10:50
ინფექციურში 86 პაციენტი რჩება, ამ კლინიკაშ სულ 48 გამოჯანმრთელდა. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ყველა მოზარდის, ასევე 9 თვის ბავშვის მდომარეობა სტაბილურია და ინფექციის პროგრესირება არ შეინიშნება.
მისი თქმით, ტარდება კვლევები როგორც პირველადი ასევე განმეორებითი. შესაბამისად, გამოჯანრთელებულთა რაოდენობის ზრდა ხვალისთვის მოსალოდნელია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 მძიმე, პრობლემური პაციენტი, თუმცა სიტუაცია სტაბილურია და დინამიკაში ვითარება ალბათ გაუმჯობესდება. ამასთან, 7 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, მისი თქმით, ყველა წყარო ჯერ არ არ არის დადგენილი, ყველა კონტაქტის ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა.