ბილ გეითსი კორონავირუსზე: "არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ვიმყოფებით"

„მთავრობები მზად არ იყვნენ პანდემიისთვის“ -  ამბობს BBC-სთან ამერიკელი ბიზნესმენი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მსოფლიო ლიდერებს ადანაშაულებს.

>>>

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1253-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1253-ს მიაღწია.

>>>

ინფორმაცია, რომ თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, არ შეესაბამება სიმართლეს

ინფორმაცია, რომ თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

>>>

ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება, ეკლესიაში პირიქით, მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება. „ეკლესიიდან არ გავრცელდება. ეკლესიაში პირიქით მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად“, - აღნიშნა მეუფემ.

>>>

თუ ასე გაგრძელდა, ზუგდიდის ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში, სახლიდან გასვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია.

>>>

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანისგან აღებულ ნიმუშებზე პასუხები უარყოფითია. არცერთ მათგანს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

>>>

კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ უკვე ''გადატანილი'' აქვთ კორონავირუსი

ქობულეთის კლასტერიდან კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე ''გადატანილი'' აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ.

>>>

ევროპა ჯერ კიდევ იბრძვის - არის თუ არა იმედის ნიშნები

ევროპის ქვეყნებში დღემდე ფიქსირდება შემთხვევების მკვეთრი მატება და ასევე გარდაცვალებათა რაოდენობაც იზრდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ  ინფექციის შემცირების ტემპები შენელებულია. ვიმედოვნოთ,რომ მკაცრი სოციალური დისტანციური ზომები ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.

>>>

საქართველოს მთავრობა სოციალურ პაკეტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს

საქართველოს მთავრობა სოციალურ პაკეტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა ამჟამინდელი რიცხვი

ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?