მაია ცქიტიშვილი - რეგულაცია, რომელიც გულისხმობს პირადი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას არ ეხება სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დღეისთვის დაშვებულია

Image

ყველა ის დაწესებულება რომელიც მოქმედებდა დღემდე გააგრძელებს ფუნქციონირებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს, მოვუწოდებ მოქალაქეებს რომ არ აღიქვან ეს დამატებით შეზღუდვად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, არაერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სასურსათო და სააფთიაქო ქსელების მომარაგება არის უწყვეტი.

„შესაბამისად ხვალინდელი შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მხოლოდ პირადი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას არ ეხება სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დღეისთვის არის დაშვებული და რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტების შესაბამისად. ამ დაწესებულებების ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება“, - განაცხდა მაია ცქიტიშვილმა

ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის მიწოდების სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფდა როგორც სასურსათო პროდუქციის მიტანას მომხმარებლამდე , ასევე წამლების და სხვა ნებისმიერი საქონლისას, რომელიც მიეწოდებოდა დაშვებული ეკონომიკური სუბიექტიდან. მან ასევე განმარტა, რომ პირადი მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ გულისხმობს არანაირ შეფერხებას ან შეზღუდვას იმ მაღაზიების ქსელების მიმართ, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებდნენ. რაც შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, სხვა დარგებს, რომლებიც ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა ამ სუბიექტისთვის იქნება დაშვებული სპეციალური საშვები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეასრულონ თავიანთი ფუნქციები და შეუფერხებლად გადაადგილდნენ, რისთვისაც შესაბამისმა სუბიექტებმა უნდა მიმართონ მათ დარგობრივ უწყებას, მაგალითისთვის სასურსათო მაღაზიის ქსელმა ან სურსათის უზრუნველყოფისთვის საჭირო ბიზნესმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

,,ჩვენ მივმართავთ განსაკუთრებით მსხვილ სასურსათო მაღაზიათა ქსელებს, მსხვილ სააფთიაქო ქსელებს, მსხვილ ბიზნესს, რომელთაც ამის საშუალება აქვთ, რომ მათ მაქსიმალურად იზრუნონ თავიანთი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე, რაც უნდა განახორციელონ ორგანიზებულად. მათ ამისთვის დასჭირდებათ მგზავრთა გადაყვანის უფლება, რისთვისაც უნდა მიმართონ შესაბამის დარგობრივ უწყებას და თუ რამე კითხვა დარჩებათ შესაბამისად მიმართონ ჩვენს საგანგებო მდგომარეობაზე სპეციალურად შექმნილ სამთავრობო ხაზს 144. გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თავიანთ თანამშრომლებს, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი. მომდევნო 4 დღე არის დასვენების, ისედაც ძალიან ბევრი სტრუქტურა მუშაობს სხვა რეჟიმში, რაც უფრო შეამსუბუქებს იმ საჭიროებებს რომელიც მათ თანამშრომლებსაც ექნებათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“ , -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !