ყველაზე გემრიელი პასკის რეცეპტი "აფხაზეთის ხმისგან"

Image

აღდგომის დღესასწაული პასკის გარეშე წარმოუდგენელია. ბევრ ოჯახში მისი ცხობის ტრადიცია უკვე თაობებია დამკვიდრდა. სააღდგომო პასკის სიმბოლური დატვირთვა ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც იყო. გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი პასკის რეცეპტს.

როგორც იცით, პასკა ფორმებში ცხვება, ასე რომ, ფორმების წინასწარ მოძიებაც მოგიწევთ. სახლის პირობებში, ძველი კონსერვის ქილაც გამოდგება პასკი ფორმად… გამზადებულ ფორმებს ჩავუფინოთ კალკა. გამოცხობისას პასკა ფუვდება და სასურველია, რომ კალკა ფორმაზე ოდნავ მაღალი იყოს. კალკას მოვუსვათ ცხიმი (ზეთი) და დავდგათ სითბოში.

რეცეპტის ინგრედიენტები
 
125  კგ. შაქარი
 
1   ჩ/ჭ წყალი
 
300   გრამი ქიშმიში
 
1110  ლიტრი რძე
 
212  კგ. ფქვილი
 
50   გრამი საფუარი
 
10   ცალი კვერცხი
 
2   შეკვრა მარგარინი
 
150   გრამი კარაქი
 
200   მლ. ზეთი
 
4   შეკვრა ვანილი (0,8 გრ.)
 
1   ს/კ მუსკატის კაკალი, ილი, კარდამონი
 
1   ს/კ ლიმონის ცედრა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

0,5 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილისგან და 1 ჩ/ჭ წყლისგან გავაკეთოთ სეროფი. ჩავყაროთ გარჩეული და კარგად გარეცხილი ქიშმიში (300გრ) და ვადუღოთ 5 წთ. მოდუღების შემდეგ ქიშმიში საწურზე დავაწყოთ, სეროფი კი შევინახოთ.

2

ღრმა ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი თბილი რძე, 1 ჩ/ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 50 გრ საფუარი (საფუარი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა რძეში) და ხელით კარგად გავადნოთ, ისე რომ საფუარის ბურთულები დაიშალოს. უნდა იყოს არაჟანის სისქის. დავაფაროთ პოლიეთილენი, დავდგათ თბილ ადგილზე და ვაცალოთ ამოსვლა (დაახლოებით 20 წთ დასჭირდება).

3

ამასობაში მოვზილოთ ცომი. წინასწარ კვერცხის ცილები უნდა შევდგათ საყინულეში, ოღონდ არ გავყინოთ. 10 კვ. გულითა და 0,5 კგ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი.

4

ცალკე ჯამში აცთქვიფოთ ცილები. თქვების დაწყებისას დავამატოთ 1 პატარა კოვზის პირი ლიმონის მჟავა ან მარილი და ვთქვიფოთ სანამ ღრუბელს არ მივიღებთ. დავუმატოთ 500 გრ. შაქარი და გოგლი-მოგლი. გავაგრძელოთ თქვეფა. შევურიოთ წინასწარ სითბოში გამდნარი 2 შეკვრა მარგარინი, 150 გრ კარქი, 200 გრ ზეთი, საფუარიანი ცომი (თავიდან რომ მოვამზადეთ) და ხელით სათუთად ვურიოთ. დავუმატოთ 4 ც. ვანილი და ქიშმიში (300 გრ. სეროფში რომ მოვამზადეთ). პარალელურად ვურევთ. დავუმატოთ 1 ს/კ მუსკატის კაკალი, 1 ს/კ ილი, 1ს/კ კარდამონი, 1 ს/კ ლიმონის ცედრა და ცოტა მარილი.

5

ცომი უნდა იზილებოდეს სითბოში. ზელვის დროს ხელი უნდა დავისველოთ ზეთში. ფქვილი დავაცრათ იმდენი რომ ფაფუკი ცომი გამოვიდეს. დაახლოებით 2-2,5 კგ. ეს მასალა დავდოთ თბილად და როცა ამოვა, ჩავზილოთ. ეს უნდა მოხდეს 2-ჯერ. შემდეგ ფორმებში გავანაწილოთ. ხელები ყოველთვის ზეთით უნდა დავისველოთ და ისე შევეხოთ.

6

ცომი გადავანაწილოთ საცხობ ფორმებში, თითო ფორმაში მოათავსეთ იმდენი ცომი, რომ ფორმის მოცულობის 50 პროცენტზე ოდნავ მეტი შეავსოს. დავაცადოთ ფორმაში აფუება, ზემოდან მოვუსვათ სეროფი (რომელიც თავიდან მოვადუღეთ) და კვერცხის გული, რომ არ დასკდეს.

7

დაბოლოს, შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 150 გრადუსზე. კარგად რომ ამოვა, ოდნავ დავუწიოთ ტემპერატურას. ბოლოს ხის ჩხირით გავსინჯოთ. თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვა, პასკა მზად არის! გამომცხვარ პასკას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !