
აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, მათ შორის 5 მედიცინის მუშაკია, ორი კი ე.წ ქობულეთის კლასტერიდან.
ინფორმაცია, თუ რომელი კლინიკის ექიმები არიან დაინფიცირებული, ზაალ მიქელაძეს არ დაუკონკრეტებია.
"ისინი დიდი ხანია იმყოფებიან იზოლაციაში, არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი.ყველა ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკა "მედალფაში", სადაც პაციენტთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია", - აცხადებს ზაალ მიქელაძე