დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ 3 კვირით გაახანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა დომინიკ რააბმა დაადასტურა.
პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.
კორონავირუსის კრიზისის გამო 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები არ გაიმართება, მათ შორის გადაიდო მოსკოვის წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმიც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას ამცნო.
გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, საქართველოში სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი დაიწყო და შესაძლოა, პროცესი უკონტროლო გახდეს.
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ეკლესიებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და მათ რეკომენდაციით მიმართავს, რომ „წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ“.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი ტვირთია. ზახაშვილის თქმით, საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები მძიმე შემთხვევა დაფიქსირდეს ქვეყანაში და ნაკლებ პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია.