ანტონიო გუტერეში - კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიცია გვჭირდება

COVID19-ის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიციის შექმნა გვჭიდება, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

>>>

გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! ეს არაა ღმერთის უარყოფა - მეუფე მელქისედეკი

მარგვეთისა

 

 და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

>>>

მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ნიშნებით მარტვილში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი შეიყვანეს

მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ნიშნებით მარტვილში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს აღენიშნება ცხელება და ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

>>>

მერწმუნეთ, მე პირადად, არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და "კომენდანტის საათის" გამო შესაძლოა, აღდგომას ვერ შევხვდეთ ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს - სალომე ზურაბიშვილი

ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად, არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და "კომენდანტის საათის" გამო შესაძლოა, აღდგომას ვერ შევხვდეთ ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი, თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს, ამისთვის მინდა მადლობა მოვახსენო მათ. მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც, ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს. შინ დარჩენილებიც, საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობას და სოლიდარობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს, დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც, როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს და როგორც აქამდე, სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.

ვიცით, რომ გველის 2, 3 თუ არა მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, სახლში თქვენი დარჩენა, დარჩით სახლში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე

მე როგორც სახელმწიფოს მეთაურს მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

>>>

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? - ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება

მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება , თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე იაკობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 150 000-ს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 150 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.

>>>

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 152 კომპანია დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, 152 კომპანია დაჯარიმდა. -აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

>>>

კორონავირუსი:დიდ ბრიტანეთს ბოლო დღე-ღამეში 847 დაღუპული ჰყავს

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 847 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 14 576-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

>>>

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?