თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
ავსტრალია მზად არის მხარი დაუჭიროს საერთაშორისო გამოძიებას კორონავირუსის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან, გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში ხანძრებს 13 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით 45 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე თქმით, ამავე პერიოდში სახანძრო სამსახურმა 3417 ცეცხლის კერა ჩააქრო, ხანძრებით გამოწვეული ზარალი კი დაახლოებით 44 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს ამ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შსს-დან აცნობეს.
დიდ ბრიტანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 828 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.
აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 039-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განაცხადებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა ნიდერლანდებში სექტემბრამდე გახანგრძლივდა, ხოლო ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვები 20 მაისს მოიხსნება.