-
2020-04-23 00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"მადლობა ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის",- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერზე"