
გერმანიაში პირბადეების გამოყენება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სახის ნიღბის გამოყენება სავალდებულო იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მთელ გერმანიაში, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მოქალაქეს მოეთხოვება, პირბადე სავაჭრო ობიექტებშიც გამოიყენოს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მკაცრად ურჩია გერმანიის მცხოვრებლებს პირბადეების გამოყენება, რომ შეზღუდვების მოხსნის ფონზე, დაინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო. კერძოდ, ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიები, წიგნის მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები და ველოსიპედების მაღაზიები გაიხსნა.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვების მოხსნას, დაწესებულებები, სადაც 1.5 მ დისტანციის შენარჩუნება შეუძლებელია, ჯერჯერობით დახურული რჩება.
4 მაისიდან იგეგმება სილამაზის სალონების გახსნა, ხოლო რაც შეეხება ბარებს, რესტორნებს და კაფეებს, ფეხბურთის მატჩებსა და კონცერტებს, ისინი 31 აგვისტომდე იკრძალება.