-
2020-04-23 10:44
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსის ინფექციის მქონე ერთი, 5 წლის პაციენტი დაემატა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 წლის ბავშვი მარნეულის კლასტერიდანაა და მისი ოჯახის წევრებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული.
სოლოღაშვილის ინფორმაციით, covid19-ის დიაგნოზით კლინიკაში სულ 22 პაციენტია მოთავსებული.
„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 50 პაციენტი. მათგან 22 არის covid-19-ის დიაგნოზით. დაგვემატა ერთი 5 წლის ბავშვი, რომელიც არის ქვეყნის შიდა სექტორიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან მხოლოდ ბავშვია, მისი ოჯახის წევრები არ არიან ჩვენს კლინიკაში.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათგან 4 პაციენტი არის საყურადღებო. ამ ეტაპზე 12 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ,"- განაცხადა სოლოღაშვილმა.