
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აკაკი ხასაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „აფხაზეთის ხმას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. აკაკი ხასაია ამ დრომდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხასაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მერაბ წურწუმია ჩაანაცვლა. წურწუმიამ პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.