მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა და ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ყირიმში რუსი სამხედროები არ არიან და იქ მხოლოდ ე.წ. თავდაცვითი რაზმები მოქმედებენ, ცალკეულ რაიონებში უკრაინელებმა რუსი სამხედროების მძევლად აყვანა და მათი საბუთების გამოქვეყნება დაიწყეს.
G7 სამიტი, რომელიც სოჭში უნდა გამართულიყო, შესაძლოა უკრაინაში ჩატარდეს,-ამის შესახებ გამოცემა ,,ცენზორ.ნეტი“ უკრაინის ებრაული რელიგიური ორგანიზაციის მთავარი რაბინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების, პრემირმინისტრ სერგეი აქსენოვისა და უმაღლესი საბჭოს სპიკერის, ვლადიმირ კონსტანტინოვის დაკავების სანქცია გასცა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ კოვალი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ უცნობმა პირებმა იალტაში გაიტაცეს, ხაზზე გამოვიდა და იუწყება, რომ თავს კარგად გრძნობს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 5 მარტს, მანანა კობახიძემ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, შეცდომით სიტყვა მისცა პირს, რომელიც დარბაზიდან შორს, აშშ-ში იმყოფება - მიხეილ სააკაშვილს.
ხვალ, 6 მარტს 21:00 საათზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს პრემირმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ გავა.
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სერის სიმფეროპოლში უცნობმა პირებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და მაღაზიაში ჰყავდათ ბლოკირებული.
უკრაინაში, ჯერ კიევში, შემდეგ კი ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებულ მოვლენებს რუსულ მედიასაშუალებათა ძირითადი ნაწილი, მათ შორის, ნაციონალური მაუწყებლები, კრემლისთვის ხელსაყრელ კონტექსტში წარმოადგენდნენ.
ვიდეოპორტალებზე პოპულარულია უცხოელი გოგონა, რომელიც ცხოველებსა და ფრინველებს ბაძავს: ის მათ მსგავს ხმებს გამოსცემს.
უკრაინის სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კანონით დარეგისტრირდება,-ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.