გასული დღე-ღამის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, ერთის კვლევა კი ახლა მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 792 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 47 045-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსის ინფექციის მქონე ერთი, 5 წლის პაციენტი დაემატა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 წლის ბავშვი მარნეულის კლასტერიდანაა და მისი ოჯახის წევრებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სტუმრების გარეშე ჩაივლის. რუსული მედიის ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიაა, პირველად მოხდება „რუსეთიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან ჩასული ოფიციალური დელეგაციების გარეშე“.