-
2020-04-24 19:20
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 190 ათასს გადააჭარბა.
უნივერსიტეტის ვებგვრდზე განთავსებული მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ 190 788 ადამიანი გარდაიცვალა.
დედამიწაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ კი 2,7 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ გამოჯანმრთელდა 738 ათასზე მეტი ადამიანი.
პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც უკვე გამოვლენილია ინფიცირების თითქმის 870 ათასი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, უკვე 50 ათასს უახლოვდება.